პროექტის შესახებ


                                                                პროექტის შესახებ
                                                                   ტატუ
დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი. 80-იან წლებში ტატუ პოლიტიკურ, სამხედრო ან კრიმინალურ აზრს ატარებდა, მაგრამ დახვეწილმა ტექნიკამ და ნიჭიერმა პროფესიონალებმა ეს კულტურა უმაღლეს დონეზე განავითარეს ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა თინეიჯერებშიც.
სვირინგები და მათი მნიშვნელობა:
ჯვარი- უკვდავების სიმბოლო.
თვალი- ავი თვალისგან დამცველი და ბედნიერების მომნიჭებელი.
თუთიყუში- ბირმის მოსახლეობა წარმატების მოსაზიდად იხატავდა.
ზვიგენი - წინააღმდეგობა, გამოყენებითობა
თავჩაქუჩა ზვიგენი - სიძლიერე, ძალაუფლება, გადაწყვეტილება
კუ - გიდი, ოჯახი, ნავიგატორი
ვეშაპი - ოჯახი, დაცვა
დელფინი - ჰარმონია, მეგობრობა, დაცვა
ნიჟარა - სიყვარული, ინტიმურობა, დაცვა
სამფეხა ბორჯღალო - მარადისობა და ერთიანობა, სიკვდილი, კვლავ სიცოცხლე
ლომი - გამბედაობა, სამეფო
ხვლიკი - წარმატება, სიცოცხლე
მერცხალი - თავისუფლება და ღმერთთან კავშირი
პეპელა - სული, ტრანსფორმაცია
დრაკონი - მაგია, ტრანსფორმაცია, ცოდნა, სიბრძნე
ფენიქსი - უკვდავება, მარადისობა, ხელახლა დაბადება, აღდგომა
გვიმრა - ხელახლა გაზრდა, სიახლის დასაწყისი
ხვეულები - მარად სიყვარული
მგელი - ერთგულება
კატა - ცვლილება, ადაპტურობა, გამოყენებითობა
ცეცხლი - ცვლილება, ხელახალი დაბადება, ტკივილი
ტალღები, წყალი - თანმიმდევრულობა ცვლილებების განმავლობაში, სიცოცხლე
წრე, დისკო - ცხოვრების წრე, ერთიანობა, წარმავლობა
მზე - მარადისობა, სიხარული, სიცოცხლე
მთვარე - ქალურობა, ნაყოფიერება
ვარდი - სრულყოფილება, სიყვარული
ლოტოსი - სრულყოფილება, უბედურების დაძლევა, ბალანსი
ხარი, ვიკინგის ნაჯახი - მეომარი
ორქიდეა - შარმი, სილამაზე
ქორი - სიახლის დასაწყისი
არწივი - თავისუფლება, ძალა
პუმა - სიძლიერე, სიმტკიცე
ლეოპარდი - საშიში ელეგანტურობა
ვეფხვი - სიძლიერე და სილამაზე
გრიფონი - ძალა და სრულყოფილება
სალამანდრა - ენერგია
პეგასი - შთაგონება და ამაღლება
ფრთოსანი მარტორქა - სიყვარული, სექსუალურობა
ცხენი - სიძლიერე და ნაყოფიერება
მორიელი - საშიშროება
რა საიდუმლოს მატარებელია ტატუ და აქვს თუ არა გავლენა მის ფორმას და დატვირთვას ადამიანთა ცხოვრებაში?
ოცდამეერთე საუკუნეში თითქმის აღარავის არ აკვირვებს ტატუირება.გოგონების უმრავლესობა პეპლებს, ჩიტებს, ფერად ყვავილებს ან სხვა პატარა გამოსახულებებს, წარწერებს იკეთებს ტანზე, მამაკაცები კი რატომღაც ან ცხოველებს, ან ურჩხულებს, ან გველეშაპშემოხვეულ ჯვრებს იხატავს.ზოგი საიდუმლო წარწერებს იკეთებს ამა თუ იმ ენაზე და ბევრი საერთოდაც მალავს ტატუირებას, ეს ძალიან მნიშვნელოვნად და პირადულად მიაჩნიათ, თავისთვის.თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტატუს გაკეთებას მხოლოდ იმიტომ ერიდებიან, რომ ეს სამუდამოა და არ არიან დარწმუნებული, რამდენად მუდმივად ენდომებათ ტანზე ამა თუ იმ გამოსახულების ტარება. ბევრი ადამიანი არაფრად დაგიდევთ, რამდენი სხვადასხვა გამოსახულების მატარებელი იქნება მისი სხეული და არც იმის სჯერა, რომ უარყოფითი პერსონაჟების სხეულზე გამოსახვას მის ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედება შეუძლიათ.პრინციპში ამაში არც მე ვიყავი დარწმუნებული, ისევე როგორც ჩვეულებრივი სურათების შემთხვევაში.ზოგი ფიქრობს, რომ არ შეიძლება სურათის დაწვა, რადგან მასზე შენი ენერგია ინახება და მისი განადგურება შენზეც ცუდად მოქმედებს.თუმცა მაინც ფაქტია, რომ სურათები, სარკეები, ტატუირებები, დიდი ენერგიის მატარებელია და ამას თუ ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ვერასდროს ვერ ვამჩნევთ, ექსტრასენსები და მათი მსგავსი ჩვენზე მეტად განვითარებულგრძნობებიანი ადამიანები ამას კარგად ხედავენ.უფრო სწორად, გრძნობენ.
დღეს ტატუირება ძალიან მოდური გახდა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს შორის. ბოლო დროს იშვიათად ნახავ დისკოთეკებზე ან სხვა გასართობ დაწესებულებებში მყოფ თინეიჯერებს შორის ისეთს, მხარზე მაინც რომ არ ჰქონდეს ერთი პატარა სვირინგი. ჩვენ კი იმით დავინტერესდებით, რა მისტიკურ ამბებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ტატუ. ევროპაში ტატუირების მოდა ინგლისელმა მეზღვაურმა ჯონ რეზერფორდმა შეიტანა. 1830 წელს მან ველურთა ტომის ათწლიან ტყვეობას დააღწია თავი და ლონდონში მოხატული სხეულით დაბრუნდა, რომელზეც ველური ჩიტები და ცხოველები იყო ასახული. ბევრს სურდა საკუთარი თვალით ეხილა ''ცოცხალი ნახატი''. ჯონიც სიამოვნებით უჩვენებდა მათ საკუთარ შიშველ სხეულს - რა თქმა უნდა, საფასურის სანაცვლოდ. მას მერე დიდი დრო გავიდა, ტატუირებამ ზღვაოსანთა წრეებიდან პატიმრების წრეში გადაინაცვლა, სადაც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, მოგვიანებით კი, სულ რამდენიმე ათწლეულის წინ, ჰიპების მოძრაობასთან და როკმუსიკის დამკვიდრებასთან ერთად, ამ ''გასართობმა'' მთელი ახალგაზრდობა გაიტაცა. ბევრი იხატავს სხეულს, თუმცა ხშირად არც კი იციან, რა სიმბოლო რისი აღმნიშვნელია. არადა, როგორც ტაილანდელები ამბობენ, სადაც ტატუირება იდუმალი ხელოვნებაა, სვირინგს ადამიანის ბედის შეცვლაც კი შეუძლია.      

ბევრ ადამიანს უნდა სვირინგის გაკეთება და ასევე არაერთს უნდა მისი წაშლა. ტატუს არსებობის ისტორიაში, გვხვდება პრობლემა, მის წაშლასთან დაკავშირებით. სვირინგი ადრე ითვლებოდა მუდმივად, ახლა შეიძლება მისი წაშლა ნაწილობრივ, ან მთლიანად. ლაზერის გამოგონებამე ტატუს წაშლა დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ბევრი სახლის პირობებში იშორებდა მარგანცოვკის, მარილის საშუალებით, ტატუს აპარატით რძის შეყვანით, ქირურგიული ჩარევით და ა.შ… რა თქმა უნდა ამ ყველაფერს არ ჰქონდა იდეალური შედეგი, ტატუ არ იშლებოდა ბოლომდე და ჩნდებოდა ულამაზო, არაესთეტური შრამები. ტატუ შედგება ათასობით კანში გაჩერებული პიგმენტის ნაწილაკებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის კანს გააჩნია თვით განკურნების უნარი, როდესაც კანში ხვდება უცხო ნაწილაკი, სხეულის ზრდის პროცესში ჩვენი ორგანიზმი კანიდან გამოდევნის პატარა უცხო სხეულებს, სვირინგის შემთხვევაში ტუში, საღებავის პიგმენტის ნაწილაკები არის მუდმივი, რადგან ისინი ძალიან დიდია, რომ წაიშალოს. პიგმენტი ორგანიზმში, რომ არ შევიდეს ადამიანის კანი ქმნის კაფსულებს და აკავებს საღებავს ორგანიზმში მოხვედრისგან, ასე ჩნდება ნახატი კანის ზედაპირზე.
 ტატუ ლაზერით მოშორება: დღესდღეობით ეს მეთოდი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ფორმაა. ლაზერით იღებენ მიზანში მელნის უმცირეს ნაწილს და მასზე პულსირებით ახდენენ დასხივებას. რაც უფრო დიდი ზომისა და მუქი ფერისაა თქვენი ტატუ, მით უფრო მეტი დასხივება სჭირდება თქვენს კანს, რათა სხივებმა შეაღწიოს კანის სიღრმეში და გაანადგუროს მელანი.
ლაზერული მკურნალობა იწვევს ტატუს პიგმენტის ესთეტიკურ ცენტრში – Body Image+. იგი შექმნილია კონკრეტულად ტატუს წასაშლელად, არის ესთეტური, სტერილური, უსაფრთხო. აქვს რეალური შედეგი, პროცედურების პროცესში პაციენტი თვითონვე თვალს ადევნებს კანიდან პიგმენტის გაწოვის პროცესს, ეს თვალსაჩინოა და შედეგიც გარანტირებულია.გაითვალისწინეთ, რომ ყველა ლაზერი არ არის განკუთვნილი ტატუს წასაშლელად. სამწუხაროთ, ზოგი გამოიყენებს ტატუს წასაშლელად ისეთ ლაზერს, რომელსაც სხვა დანიშნულება აქვს, განსხვავებით იმ ლაზერისა, რომელიც ტატუს წასაშლელად არის განკუთვნილი, ამას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ამ შემთხვევაში შეიძლება დარჩეს სხეულზე შრამი.ნაწილაკების გახურებას და ფრაგმენტირებას უფრო პატარა ნაწილაკებად.ეს პატარა  ქრება ჩვეულებრივი ორგანული პროცესის მეშვეობით.ლაზერის საშუალებით სვირინგის წასაშლელად საჭიროა დრო. როგორც წესი საჭიროა არანაკლებ 3 პროცედურისა. პროცედურებს შორის უნდა გავიდეს არანაკლებ 1 თვისა, რადგან ლაზერით დამუშავების შედეგად, ის ადგილი იფარება ქერქით, როგორც ტატუს გაკეთების შემდეგ, კანის ზედაპირის აღდგენისთვის საჭიროა დრო, ლაზერით დამუშავებულ კანის ზედაპირს, არ შეიძლება მოხვდეს მზის სხივები. ადამიანმა, რომელსაც უნდა ტატუს მოშორება, უნდა იცოდეს, რომ ეს ხანგრძლივი პროცედურაა ამიტომ უმჯობესია წელიწადის ცივ დროს გააკეთოთ…თბილისში ტატუს წასაშლელი ლაზერი შეგიძლიათ იპოვოთ 

 

No comments:

Post a Comment

პროექტი ტატუ

                                                                პროექტი