მთავარი

                                                                        მთავრი
ტატუ-დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი, ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ სხეულის მოხატვა განსაკუთრებით პოპულარული გახდა. უამრავ ახალგაზრდას უჩნდება მძაფრი სურვილი, სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის ტატუ საკუთარი სხეულის ნაწილად აქციოს. ამ გზით ისინი ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალურობას.დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი. 80-იან წლებში ტატუ პოლიტიკურ, სამხედრო ან კრიმინალურ აზრს ატარებდა, მაგრამ დახვეწილმა ტექნიკამ და ნიჭიერმა პროფესიონალებმა ეს კულტურა უმაღლეს დონეზე განავითარეს ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა თინეიჯერებშიც.ტატუს მიმართ ასევე კეთილგანწყობილნი არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები. ამის შესახებ საინტერესოდ და ინფორმატიულად აღწერა ლორდ ვეიდერმა თავის პოსტში. რა სახის ტატუებზე აკეთებენ ისინი არჩევანს? ზოგი სხვადასხვა ცხოველისა თუ მწერის გამოსახულებას ირჩევს, ცნობილი ციტატების წარწერას იკეთებს, ზოგიც ახლობელ ადამიანთა სახელებს ან ყოველი მომდევნო ქმრის ინიციალებს აქცევს სხეულის თანამგზავრად; ხშირად ქორწინების ან სხვა მნიშვნელოვან თარიღს იწერენ. ასევე მრავლად იყენებენ ვარსკვლავის, მთვარის, ანგელოზის, ყვავილის, ამულეტის, დელფინის, მულტფილმის გმირების, იეროგლიფების, გრაფიკული გამოსახულებების, აცტეკური და კელტური ტომებისათვის დამახასიათებელი სიმბოლოების ფორმებს.

პროექტის შესახებ პუკლეტი იხილეთ აქ
პროექტის შესახებ კითხვარი: იხილეთ აქ

პროექტის კვლევა-მე ამჟამად პოპულარული ბრენდი ტატუს შესახებ ჩავატარე კვლევა ახალგაზრდების შორის. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპოდენტების 100% ტატუს მხრით არ არიან წინაღმდეგი, მაგრამ არ აქვთ ტატუ. რესბონტენტების (უმეტესობა) 75% არის 19 ასაკის წარმომადგენლები, ხოლო 25% კი არის 20 ასაკში. რესპონტენტების 75%–ს ხანგრძლივი, 25% კი დროებითი ტატუ მოსწონს.გამოკითხულთა რესპონტენტების ნახევარი(50%) ტატუს მნიშვნელობის მიხედვით, დანარჩენი 25% რომლის ფორმა უფრო მეტად მოსწონს, 25% კი უაზროდ აკეთებენ. რესპონტენტების 100% ფიქრობს, რომ კაცები უფრო მეტად ტატუს აკეთებენ, ვიდრე  ქალები და ყველა ფიქრობს, რომ ტატუს ყველაზე მეტად ახალგაზრდები აკეთებენ. 100% მოსწონს პატარა ზომის ტატუები. რესპონტენტების 75%–მა  ტატუს წაშლის პროცესის შესახებ იცის, რომ მარტივად არ იშლება, ხოლო 25%–ს კი ინფორმაცია არ აქვს. რესპონტენტების 50% ფიქრობს, რომ ტატუირების უმტკივნეულოდ გაკეთება შეუძლეებლია,  25%–ს  მიაჩნია ტკვილის გარეშეც შეიძლება , ხოლო 25% კი ფიქრობს, რომ გააჩნია, რომელი მეთოდით კეთდება. ჩემს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, უმეტესობას არ აქვს ტატუ, მაგრამ ისინი არ არიან წინაღმდეგი. უმრავლესობას მოსწონს პატარა ზომის ტატუ. ისინი ინფორმირებულნი არიან ტატუს შესახებ.

No comments:

Post a Comment

პროექტი ტატუ

                                                                პროექტი